2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ჩანთების იმპორტი გაიზარდა, მაშინ როდესაც ექსპორტის მაჩვენებელი შემცირებულია.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, წელს, იანვარ-ივნისში საქართველომ $15.2 მლნ-ის ღირებულების ჩანთა შეიძინა, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ($14.7 მლნ) 3.7%-ით აღემატება.
იმპორტის მიხედვით, ჩინეთი ლიდერი ბაზარია – 6 თვეში საქართველომ $6.8 მლნ-ის ღირებულების ჩანთა სწორედ ჩინური ბაზრიდან იყიდა.
საქართველოსთვის ჩანთების იმპორტის TOP-10 ქვეყანა (2025 წლის 6 თვე):
- ჩინეთი – $6.8 მლნ;
- იტალია – $2.3 მლნ;
- თურქეთი – $1.8 მლნ;
- ესპანეთი – $892 ათასი;
- ნიდერლანდები – $561 ათასი;
- საფრანგეთი – $463 ათასი;
- ჰონკონგი – $359 ათასი;
- გერმანია – $277 ათასი;
- ვიეტნამი – $226 ათასი;
- ბელგია – $184 ათასი.
საქართველოდან ჩანთების ექსპორტი მცირეა, მიმდინარე წლის 6 თვეში კი ეს მაჩვენებელი 24%-ით $765 ათასამდე შემცირდა. აქედან $555 ათასი, ადგილობრივად წარმოებული ჩანთების ექსპორტზე მოდის, დანარჩენი კი რეექსპორტია.
ქვეყნისთვის ძირითადი საექსპორტო ბაზარი სომხეთია, სადაც საქართველოდან $244 ათასის ღირებულების ჩანთა გავიდა. მას მოჰყვება არაბთა გაერთიანებული საამიროები ($199 ათასი) და საბერძნეთი ($98 ათასი).
ჩანთების ექსპორტის TOP-5 ქვეყანა (2025 წლის 6 თვე):
- სომხეთი – $244 ათასი;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – $199 ათასი;
- საბერძნეთი – $98 ათასი;
- აზერბაიჯანი – $72 ათასი;
- ტაილანდი – $26 ათასი.




























