2025 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი გაიზარდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 489 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 55%-ით, ანუ 174 მილიონი დოლარით მეტია.
სწორედ აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორის ზრდამ 28.6% შეადგინა, მეორე კვარტალში კი ზრდა 37.1% იყო.
2024 წელს მთლიანობაში საქართველოს IT სექტორმა მომსახურების ექსპორტით 688 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2023 წელს არსებულ რეკორდთან 784 მილიონ დოლართან შედარებით ნაკლები იყო, თუმცა როგორც 2025 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებლები მიანიშნებენ 2025 წელს ამ სექტორის მაჩვენებლები კვლავ მზარდია
2025 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, რომელიც IT სექტორსაც აერთიანებს საშუალო ხელფასი 4 243 ლარს შეადგენდა, სექტორში ჯამურად დასაქმებულთა რიცხვი კი 49.8 ათასია, თუმცა საჯაროდ უცნობია აქედან უშუალოდ რამდენი პირი მუშაობს კონკრეტულად IT მიმართულებით.




























