მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა - რა ღირებულების საცხოვრებელი ქონება გაიყიდა?

ბინები

2024 წლის პირველ ნახევარში თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წლიურად 3%-ით შემცირდა.

Colliers Georgia-ს მიერ recov.ge-ზე განახლებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, იანვარ-ივნისში დედაქალაქში 19,477 ბინა გაიყიდა. ამასთან, ბაზრის ზომა წლის პირველი ნახევრისთვის 5%-ით 1.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 12%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ხოლო ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში 11% და 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2024 წლის პირველ ნახევარში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 3%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის პირველ ნახევართან შედარებით მაჩვენებელი 15%-ით არის შემცირებული.

განახლებული მიმოხილვის მიხედვით, მხოლოდ ივნისში თბილისში 3,049 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა და წინა წლის ივნისთან შედარებით 21%-იანი კლება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 13%-ით, 212 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.

ზაფხულის პირველ თვეს თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბნებში 12%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 6% და 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ძველ ბინების, ივნისში საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანსა და ქალაქის ცენტრში 10%-ით გაიზარდა. ფართო ცენტრში კი 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები