2025 წლის თებერვალში ბათუმში 6.4%-ით მეტი ბინა გაიყიდა, ვიდრე 2024 წლის თებერვალში. საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ ჯამში 1,177 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 13.1%-ით 64 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
Recov.ge-ზე Colliers Georgia-ს მიერ განახლებული მონაცემების მიხედვით, ზღვისპირა ქალაქში გაყიდვების უდიდესი ნაწილი ახალ ბინებზე მოდის, რაც თებერვალში 1 074 იყო. ახალაშენებული ბინების გაყიდვები 9.4%-ით გაიზარდა. ძველი ბინების შემთხვევაში კი ტრანზაქციები 16.9%-ით 103-მდე შემცირდა.
„ბათუმში 2025 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 14.4%-ით გაიზარდა და მ²-ზე 1,189 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 8.8%-ით, მ²-ზე 1,099 აშშ დოლარამდე გაიზარდა“, - ნათქვამია განახლებულ მიმოხილვაში.