2024 წლის თებერვალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წლიურად 30%-ით, 1 120 ერთეულამდე შემცირდა.
Colliers Georgia-ს განახლებული მიმოხილვის მიხედვით, საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 25%-ით შემცირდა და 51 მილიონი დოლარი შეადგინა.
ბათუმში ტრანზაქციების რაოდენობა ახალაშენებული ბინების შემთხვევაში უფრო მეტად 31%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 19%-იანი კლება დაფიქსირდა.
ბათუმში 2024 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 3%-ით გაიზარდა და მ²-ზე 926 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 16%-ით, 664 აშშ დოლარამდე შემცირდა.