მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

6-თვიანი "ტექნიკური ხარვეზის" შემდეგ ქონებრივი დეკლარაციები გაიხსნა

კობახიძე

თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდი, რომელიც „ტექნიკური ხარვეზის“ მიზეზით 6 თვე გათიშული იყო, ჩაირთო.

იმის მიუხედავად, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი ანტიკორუფციულ ბიუროს დეკლარაციების გამოქვეყნებას ავალდებულებს და ეს პრაქტიკა ყველა ხელისუფლების პირობებში უცვლელი იყო, 2024 წლის დეკემბრიდან ბიურო ამ ფუნქციას არ ასრულებდა - ვებსაიტზე მოქალაქეთათვის ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდული იყო. ამის ოფიციალურ მიზეზად „ტექნიკური ხარვეზი“ სახელდებოდა, რომელიც 6 თვეა ვერ აღმოიფხვრა. ამას გარდა, bm.ge-მ კონკრეტული თანამდებობის პირების დეკლარაციები ანტიკორუფციული ბიუროდან არაერთხელ გამოითხოვა, თუმცა პასუხი არც ერთხელ არ მიგვიღია.

გასულ კვირას, 5 ივნისს BMG-მ ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, რა იყო მიზეზი და რატომ არ ქვეყნდებოდა დეკლარაციები.

"მე მგონია, რომ სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს. მეც შემიძლია დავინტერესდე, გავესაუბრო შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს. მე ვფიქრობ, რომ ეს დეკლარაციები სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს", - განაცხადა კობახიძემ.

პასუხად "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ქონებრივი დეკლარაციები, რომელიც 6 თვეზე მეტია არ ქვეყნდება, სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები