მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

60 ეკონომისტი ანაკლიის პორტზე მთავრობის გადაწყვეტილებას აფასებს

640ee4b2444f9
ვიქტორია მღებრიშვილი
13.03.23 13:05
8004
PMC კვლევითი ცენტრმა 2023 წლის I კვარტალის საქართველოს ეკონომიკური კლიმატის მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის მომზადებაშიც თებერვალში 60 ექსპერტი მონაწილეობდა.

გამოცემაში, რომელიც კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა, ერთ-ერთი საკითხი ეკონომისტების მხრიდან ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას შეეხებოდა.

საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ბოლოს განაცხადა, რომ მთავრობის მონაწილეობით შემუშავდება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. კერძოდ, დაგეგმილია, რომ პორტის 51%-ს სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება, ხოლო მეორე ნაწილი ტენდერით საერთაშორისო პარტნიორებს გადაეცემა.

კითხვაზე - როგორ აფასებთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ, ეკონომისტთა უმრავლესობა - 39% არ იყო დარწმუნებული იმაში თუ როგორ უნდა შეეფასებინა ეს გადაწყვეტილება. ხოლო იმ ეკონომისტების წილი, რომლებიც გადაწყვეტილებას, იმის შესახებ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაში იქნება, დადებითად ან უარყოფითად აფასებენ თანაბარია და 17-17%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ არცერთი გამოკითხული ეკონომისტი გადაწყვეტილებას ძალიან დადებითად არ აფასებს, 11% კი მას ძალიან უარყოფითად აფასებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები