მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომისტთა უმეტესობა ანაკლიის პორტში უკეთესი საერთაშორისო რეპუტაციის კომპანიის მონაწილეობას ისურვებდნენ - PMC კვლევითი ცენტრი

ტენდერი

PMC კვლევითი ცენტრის მიერ ივნისში გამოკითხულ ეკონომისტთა უმეტესობა ანაკლიის პორტის პროექტში უკეთესი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიის მონაწილეობას ისურვებდა. ამის შესახებ ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებულ „საქართველოს ეკონომიკური კლიმატის“ II კვარტალის გამოცემაშია ნათქვამი.

მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2024 წლის მაისში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობისათვის საერთაშორისო ტენდერში ერთადერთი მონაწილე და გამარჯვებული ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი გახდა. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო კრიტიკა China Communication Construction Company-სთვის (CCCC) აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებასა და შავი ზღვის რეგიონში ჩინეთის გავლენის გაზრდის შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით.

ეკონომისტთან გამოკითხვის მიხედვით კი:

  • რესპონდენტთა უმეტესობა (53%) მხარს უჭერს გადაწყვეტილებას, თუმცა უკეთესი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიას ისურვებდნენ.
  • გამოკითხული ეკონომისტების მესამედზე მეტი (37%) კი ეწინააღმდეგება გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს საქართველოში ჩინელი აქტორები არ უნდა ახორციელებდნენ.

გამოცემაში ასევე აღნიშნულია, რომ ინვესტორის შერჩევის შემდეგ შეიქმნება ერთობლივი კომპანია, სადაც საქართველოს სახელმწიფოს კომპანიის 51%-იანი წილი ექნება, ხოლო კერძო პარტნიორს - 49%. მათივე ინფორმაციით, CCCC-ს დაუწესდა სანქციები აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ხელოვნური კუნძულების სამხედრო მიზნებისთვის აშენებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები