მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში ყველა ტიპის სასტუმრო გაძვირდა - რა ღირს განთავსება საქართველოში?

სასტუმროები

PMC კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული სასტუმროების ფასების ინდექსის აგვისტოს მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოში ყველა ტიპის სასტუმრო გაძვირდა. წლიურ ჭრილში თითქმის 7%-იანი გაძვირების შემდეგ, სხვადასხვა ტიპის სასტუმროს საშუალო ფასი ასეთია:

  • საოჯახო ტიპის სასტუმროები - 134 ლარი;
  • 3-ვარსკვლავიანი სასტუმროები - 203 ლარი;
  • 4-ვარსკვლავიანი სასტუმროები - 298 ლარი;
  • 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები - 598 ლარი;

რეგიონების მიხედვით, წლიურად ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა იმერეთში (15%), რაჭასა (13%) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (12.8%). 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების სეგმენტში ყველაზე მაღალი საშუალო ფასები დაფიქსირდა გურიაში [1081 ლარი], კახეთში [684 ლარი] და თბილისში [668 ლარი].

PMC-ის კვლევა ეფუძნება Booking.com-ზე რეგისტრირებული 568 ერთეული 3-4-5-ვარსკვლავიანი და 371 საოჯახო ტიპის სასტუმროს სტანდარტული ორადგილიანი ნომრების ფასების ანალიზს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები