მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში საქართველოში სასტუმროები 7%-ით გაძვირდა - PMC

სასტუმრო

PMC-ის კვლევის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში საქართველოს სასტუმროს ფასების ინდექსი ივლისთან შედარებით 2.3%-ით გაიზარდა. წლიურ ჭრილში კი 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსის 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

რეგიონების მიხედვით, წლიურად ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა იმერეთში (15%), რაჭასა (13%) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (12.8%).

2026 წლის აგვისტოში საქართველოში სასტუმროების საშუალო ფასები კატეგორიების ასე გადანაწილდა:

  • საოჯახო ტიპის სასტუმროები - 134 ლარი;
  • 3-ვარსკვლავიანი სასტუმროები - 203 ლარი;
  • 4-ვარსკვლავიანი სასტუმროები - 298 ლარი;
  • 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები - 598 ლარი;

5-ვარსკვლავიანი სასტუმროების სეგმენტში ყველაზე მაღალი საშუალო ფასები დაფიქსირდა გურიაში [1081 ლარი], კახეთში [684 ლარი] და თბილისში [668 ლარი].

PMC-ის კვლევა ეფუძნება Booking.com-ზე რეგისტრირებული 568 3-4-5-ვარსკვლავიანი და 371 საოჯახო ტიპის სასტუმროს სტანდარტული ორადგილიანი ნომრების ფასების ანალიზს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები