მთლიანობაში დანამატი 20 ლარს შეადგენს, საიდანაც 20% ანუ 4 ლარი ადმინისტრაციულ ხარჯებზე ნაწილდება. შესაბამისად, 60 წელს გადაცილებული პირის პირველი დოზით ვაქცინაციის დროს ექიმი და ექთანი მიიღებენ დამატებით 4 ლარს (თითოეული), ხოლო მეორე დოზით აცრისას კვლავ 4-4 ლარის დანამატს მიიღებენ. შესაბამისად, ორივე დოზით აცრისას მათ მიერ მიღებული ჯამური ანაზღაურება 16 ლარი იქნება.
"მომსახურება ანაზღაურდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 20 ლარისა (მ. შ. არანაკლებ 80%-ისა − სახელფასო ფონდი, 20% − ადმინისტრაციული ხარჯი). ამასთან, ექიმისა და ექთნის მიერ კონსულტაციის შედეგად სამიზნე მოსახლეობის:
მ.ა) პირველი დოზით აცრის შემთხვევაში − ანაზღაურება განისაზღვრება 10 ლარით;
მ.ბ) მეორე დოზით აცრის შემთხვევაში − ანაზღაურება განისაზღვრება 10 ლარით.“- ნათქვამია დადგენილებაში.
საქართველოში ამ დროისთვის 995,000 ადამიანი არის აცრილი, მათგან ორჯერადად ვაქცინირებულია 850,000 ადამიანი. სექტემბრის მეორე ნახევარში ქვეყანაში პირველადი ვაქცინაციის ტემპი დაეცა, ამჟამად აცრების 2/3 მეორე დოზებით ვაქცინაციაზე მოდის. ბოლო 24 საათში ქვეყანაში მხოლოდ 7,815 აცრა ჩატარდა.