2023 წლის პირველ ნახევარში, 600 ლარამდე შემოსავლის მქონე მოსახლეობის წილი მნიშვნელოვნად შემცირდა - ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" მიერ მომზადებულ მიმოხილვაში წერია, რომელიც შემოსავლების სამსახურის სტატისტიკაზე დაყრდნობით არის მომზადებული.
დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული შემცირება გაზრდილ მსყიდველობითუნარიანობაზე მიუთითებს.
რაც შეეხება საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასს, მიმოხილვის მიხედვით, საქართველოში იგი მუდმივი მზარდი ტრენდით ხასიათდება.
მაგალითად, საქსტატის თანახმად 2022 წლისთვის მოცემულმა მაჩვენებელმა 1 592 ლარს მიაღწია, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში 1 716 ლარი იყო.