მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6,000 ლარზე მაღალი ხელფასი საქართველოს მოსახლეობის 1%-ს აქვს

6296072ae3b47
შოთა ტყეშელაშვილი
01.06.22 00:30
10439
2022 წლის აპრილში საქართველოში ხელფასის სახით ანაზღაურება 898,000-მა ადამიანმა აიღო, რაც წინა წელთან შედარებით 27,500 დასაქმებულით, ანუ 3%-ით მეტია. ამ მოქალაქეებზე გაცემულმა ჯამურმა ანაზღაურებამ 1.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 9%-ით არის გაზრდილი. დასაქმებულთა ნახევარზე მეტს - 453 ათას პირს 1,200 ლარზე დაბალი ხელფასი აქვს, რაც “ხელზე აღებულ” 1000 ლარზე ნაკლებ შემოსავალს ნიშნავს. 1,200 ლარზე მაღალი ხელფასი კი 445 ათას ადამიანს აქვს, მათ შორის 6,000 ლარზე მაღალი ანაზღაურება 34,400 ადამიანს აქვს, რაც საქართველოს მოსახლეობის 1%, ხოლო დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 4%-ია.

უფრო დეტალურად, მოქალაქეთა შემოსავლების სტატისტიკა იხილეთ გრაფიკზე:



რაც შეეხება ყველაზე მაღალ საშემოსავლო ჯგუფს, თვეში 100,000 ლარზე მაღალი სახელფასო შემოსავალი აპრილში მხოლოდ 233 პირს ჰქონდა. შემოსავლების სამსახური ხელფასების გარდა დივიდენდის და ჰონორარის სტატისტისტიკასაც აქვეყნებს. აპრილში ეს მაჩვენებლები ასე განაწილდა:

თვეში 100,000 ლარზე მაღალი საშემოსავლო ჯგუფი:

● ჰონორარი - 13 პირს ჰქონდა აპრილში 100,000-ზე მაღალი ჰონორარი, საშუალო მოცულობით 192,000 ლარი;
● ხელფასი - 233 პირს ჰქონდა აპრილში 100,000-ზე მაღალი ხელფასი, საშუალო მოცულობით 355,000 ლარი;
● დივიდენდი - 348 პირმა აიღო აპრილში 100,000-ზე მაღალი დივიდენდი, საშუალო მოცულობით 326,000 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები