მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში ხელფასის მიმღებთა რიცხვი 3%-ით გაიზარდა - რამდენი ადამიანი იღებს ხელფასს საქართველოში?

ხელფასი

2026 წლის ივლისში ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ თითქმის 3%-ით გაიზარდა და 1 024 350 შეადგინა.

კერძოდ, PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2026 წლის ივლისში იმ ადამიანების წილი, რომლებიც 600 ლარამდე თვიურ ხელფასს იღებდნენ 11%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის ივლისთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. რაც შეეხება ხელფასის ყველაზე მაღალ კატეგორიას 2400 ლარზე მეტს, 2026 წლის ივლისში ამ კატეგორიაში ხელფასს დასაქმებულთა 41% იღებდა, რაც 2025 წლის ივლისთან შედარებით 5.1 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

ჯამში, ივლისში 2400 ლარზე მეტი დარიცხული ხელფასი 419 983 პირს ჰქონდა. ამას გარდა, იმ ადამიანების წილი, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 4%-ს შეადგენდა (37 900 პირი), რაც 2026 წლის ივნისთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის ივლისთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები