მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

632 მძიმე პაციენტიდან 308 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

5fab8ea86eba1
ინგა მურუსიძე
11.11.20 11:12
688
"632 მძიმე პაციენტიდან 308 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა", - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 158. 4 878 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 373, აჭარაში - 787.

მძიმე პაციენტი გვყავს 632, მათ შორის, თბილისში - 306, აჭარაში - 111. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 308 პირი - მათ შორის, თბილისში - 146, აჭარაში - 105. 3 181 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 569 - აჭარაში, ხოლო 1 088 - თბილისში. 8 099 პირი მკურნალობს ბინაზე“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 2 656 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 508, აჭარაში - 1 328.
სულ 6 ოქტომბრიდან - 10 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია 14 098 პირი.

„დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 39 721 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 6 568 პირი, აჭარაში - 16 826, იმერეთში - 4 385“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები