633 მძიმე პაციენტიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 309, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 981, მათგან 4 957 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 420, აჭარაში - 789, იმერეთში - 963.
„მძიმე პაციენტი გვყავს 633, მათ შორის, თბილისში - 309, აჭარაში - 101, იმერეთში - 163. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 357 პირი, მათ შორის, თბილისში - 191, აჭარაში - 101, იმერეთში - 33. 3 413 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 583 - აჭარაში, 1 272 - თბილისში, ხოლო 294 - იმერეთში. 8 611 ადამიანი მკურნალობს ბინაზე“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
13 ნოემბრის სტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 73154
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 55511
მათ შორის გარდაცვლილი - 636
კარანტინის რეჟიმში - 2447
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4957
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3413
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41.