652 მძიმე პაციენტიდან 329 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 887. 4 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 383, აჭარაში - 801, იმერეთში - 973. მძიმე პაციენტი გვყავს 652, მათ შორის, თბილისში - 317, აჭარაში - 103, იმერეთში - 159. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 329 პირი, მათ შორის, თბილისში - 162, აჭარაში - 90, იმერეთში - 33. 3 311 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 560 - აჭარაში, 1 207 - თბილისში, ხოლო იმერეთში -284. 8 658 პირი მკურნალობს ბინაზე“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
12 ნოემბრის სრული სტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 69681
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 52169
მათ შორის გარდაცვლილი - 599
კარანტინის რეჟიმში - 2506
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4918
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3311
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41




























