მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

6–8 ნოემბერს საქართველოს ჩინეთიდან ეკონომიკური და კულტურული დელეგაცია ეწვევა

5dc034ed1b9db
BM.GE
05.11.19 09:00
748
6–8 ნოემბერს საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციიდან ეკონომიკური და კულტურული გაცვლითი დელეგაცია ეწვევა.

დელეგაციას სიჩუანის პროვინციაში კომუნისტური პარტიის მუდმივი კომიტეტის წევრი ვანგ იანფეი უხელმძღვანელებს.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: სიჩუანის სახელმწიფო ქონების კონტროლისა და მართვის კომიტეტი (SASAC); სიჩუანის ვაჭრობის დეპარტამენტი, სიჩუანის პროვინციის საგარეო საქმეთა დეპარტამენტი; სიჩუანის საინვესტიციო კორპორაცია; სიჩუანის ენერგეტიკული ინვესტიციის კორპორაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ლიქიორის პროდუქციის მწარმოებელი ჯგუფი - უ ლიანგიე (WuLiangye Group).

ვიზიტის ფარგლებში, 7 ნოემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში”, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ლიქიორის პროდუციის მთავარი მწარმოებელი ჯგუფის - უ ლიანგიე (WuLiangye Group) მიერ ორგანიზებით ჩინურ-ქართული მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართება. მხარეები ერთმანეთს სოფლის მეურნეობის და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების გზებზე და იდეებზე ისაუბრებენ. ასევე, სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა „უ ლიანგიე“ მიერ წარმოებული პროდუქციის დააგემოვნონ.

შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები