სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, მამუკა მდინარაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ სუსი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მდინარაძე შტატებში 7-10 თებერვალს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.




























