პრემიერი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნის გადაწყვეტილება შესაბამისი სამსახურის რეკომენდაციას დაეფუძნა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო დაცვის სამსახურმა მიიჩნია, რომ არ იყო დაცვის საჭიროებისთვის საფრთხის შესაბამისი ხარისხი.
"სახელმწიფო დაცვას რაც შეეხება, ასეთ საკითხებზე მსჯელობს სახელმწიფო დაცვის სამსახური და ყველაფერი განისაზღვრება საფრთხის ხარისხის შესაბამისად. ამ შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სამსახურმა მიიჩნია, რომ არ იყო საფრთხის შესაბამისი ხარისხი. პერიოდულად შეიძლება, გადაიხედოს ეს გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში ეს იყო სამსახურის რეკომენდაცია. მეგობრობით არ ინიშნება სახელმწიფო დაცვა, სახელმწიფო დაცვის სამსახურის რეკომენდაცია იყო და ჩვენ გავითვალისწინეთ",- აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის მიერ მიმდინარე წლის 20 ნოემბერს ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის №2078 განკარგულება, რომლითაც მამუკა მდინარაძეს დაცვა ენიშნებოდა. თავდაპირველი დოკუმენტით, მას სახელმწიფო დაცვა 2027 წლის 1 აგვისტომდე უნდა ჰყოლოდა. 20 ნოემბრის განკარგულებაში გადაწყვეტილების მიღების კონკრეტული მიზეზები მითითებული არ არის.
























