მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 აპრილს, შერატონში საქართველო-სომხეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება

642d6b60df0fd
ნანუკა ნარიმანიძე
05.04.23 22:25
624
7 აპრილს, „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით საქართველო-სომხეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება - ამის შესახებ BM.GE-ს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელმა აცნობა.

ქართველ მეწარმეებთან ბიზნეს კავშირების დამყარების მიზნით მონაწილეობას მიიღებს 100-ზე მეტი სომხეთის წამყვანი და მსხვილი კომპანიები სხვადასხვა სექტორებიდან, მათ შორის:

• საცალო ვაჭრობა
• სოფლის მეურნეობა
• ღვინისა და საკვები პროდუქტების წარმოება
• მშენებლობა
• ლოჯისტიკა
• ინფორმაციული ტექნოლოგიები
• ტურიზმი/ჰორეკა სექტორი და სხვა.

შეხვედრების ფარგლებში ქართულ კომანიებს შესაძლებლობა ექნებათ ბიზნეს კავშირები დაამყარონ სომხურ კომპანიებთან და განიხილოთ სამომავლო თანამშრომლობისა და პოტენციური პარტნიორობის პერსპექტივები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები