მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

7-დღიან პერიოდში 100 000 მოსახლეზე ინფიცირებით მსოფლიოში პირველ ადგილზე საქართველოა - NYT

5fd355ef41146
BM.GE
11.12.20 16:20
1015
The New York Times-მა განაახლა ანგარიში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ბოლო 7 დღის განმავლობაში ყოველ 100,000 მოსახლეზე COVID-19-ით ახალი ინფიცირების საშუალო მაჩვენებელს ასახავს. სტატიის მიხედვით, საქართველო რეგისტრირებული ინფიცირების მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. საქართველოში ყოველ 100,000 მოსახლეზე საშუალოდ 119.9 ახალი ინფიცირების შემთხვევა გამოვლიდა. საქართველოს შემდეგ სიაში სერბეთი, ლიტვა და ხორვატია მოდიან. შედარებისთვის, რუსეთში 100,000 მოსახლეზე ბოლო მაჩვენებელი 18.9 ახალი ინფიცირებულია, თურქეთში - 38.6, უკრაინაში - 28.3, სომხეთში - 32.6, აზერბაიჯანში კი 41.7-ია. 



"ნიუ-იორკ თაიმსის" სტატიაში წარდგენილი ინფორმაცია 10 დეკემბრისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს.

სამთავრობო ვებგვერდ stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეს ვირუსით ინფიცირების 4,146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რის შედეგადაც ინფიცირების ჯამური რიცხვი 183,099-მდე გაიზარდა. დღესვე 37-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა.  სულ ვირუსმა ქვეყანაში 1,694 ადამიანი იმსხვერპლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები