7 იანვარს, პროტესტის 41-ე დღეს აქციები დაგეგმილია დედაქალაქსა და რეგიონებში. მოქალაქეები თვეზე მეტია ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ და ახალ არჩევნებს ითხოვენ. გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, აქციებზე უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაა.
7 იანვრის პროტესტების განრიგი:
თბილისი
19:00-22:00 , შევაგროვებთ და დავარიგებთ საჩუქრებს! - რუსთაველზე, ნაძვის ხესთან
19:00-22:00 , ბაზარი ორბელიანი მხარში უდგას მცირე მეწარმეებს! - ვეკუას 3ა
ბაკურიანი
15:00, აქცია-სრიალი საქართველოს ევროპული მომავლისათვის - დიდველის ტრასა
ქუთაისი
19:00, კი ევროპას, არა რუსეთს! - მერიის წინ
ბათუმი
19:00, სამშობლოს სამსახურში! პროტესტის 41-ე დღე - საკონსტიტუციო სასამართლოსთან
ზუგდიდი
17:00, ვაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს! - სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ




























