პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები პარლამენტის შენობის წინ, ტროტუარზე არიან შეკრებილები. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც, რომელმაც მათ ტროტუარის გათავისუფლება მოსთხოვა.
„მოგიწოდებთ, არ დაიკავოთ ქვეითთა სავალი ნაწილი, დაემორჩილოთ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები“,- ამ ტექსტით გააფრთხილეს აქციის მონაწილეები.
ცნობისთვის, შეკრება–მანიფესტაციების წესში "ოცნების" უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, „ხალხის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის ორგანიზატორებმა 5 დღით ადრე უნდა გააფრთხილონ შსს.




























