მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უწყვეტი პროტესტის 83-ე დღე - რა აქცია/მსვლელობებია დაგეგმილი?

აქცია

პროევროპული აქციის 83-ე დღის განრიგი ცნობილია. მოქალაქეები პროტესტის 18 თებერვალს კვლავ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს გააპროტესტებენ. აქციები დაგეგმილია დედაქალაქსა და რეგიონებში, სადაც დემონსტრანტები ხელახალი არჩევნების ვადამდელ ჩანიშვნას და აქციებზე უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას მოითხოვენ.

18 თებერვლის პროტესტების განრიგი:

თბილისი:

13:00 საათი, საპროტესტო აქცია რეჟიმის წინააღმდეგ - დღის მოძრაობა!

მეტრო ვაჟა ფშაველა

19:00 საათი, ვიკრიბებით საზმაუსთან პროპაგანდის წინააღმდეგ!

საზოგადოებრივ მაუწყებელთან

20:00 საათი, პროფესიების პროტესტი: სამშაბათი - სტუმარმასპინძლობის და ტურიზმის სექტორი

რუსთაველის გამზირი

20:00 საათი, ISET მარში პარლამენტის შენობისკენ

SET-ს შენობა (მიხეილ ზანდუკელის #16)

20:00 საათი, ბოლომდე!

რუსთაველის გამზირი

ქუთაისი:

19:00 საათი, უწყვეტი პროტესტი ქუთაისში -კი ევროპას, არა რუსეთს!

მერიის წინ

ბათუმი:

19:00 საათი, სამშობლოს სამსახურში! პროტესტის 83-ე დღე

საკონსტიტუციო სასამართლოსთან

ზუგდიდი:

18:00 საათი, წინააღმდეგობის 83-ე დღე!

სამხარეო ადმინისტრაცია

თელავი:

18:00 საათი, საპროტესტო აქცია!

მერია

გორი:

17:00 საათი, საპროტესტო აქცია!

საკრებულო

ახმეტა:

17:00 საათი, არ გაჩერდება ხალხის მდინარე, ქვეყნის გულიდან გამომდინარე! პროტესტის 83-ე დღე!

მერია

ახალციხე:

18:00 საათი, არა რუსულ რეჟიმს!

შოთა რუსთაველის ძეგლთან

ჩხოროწყუ:

20:00 საათი, გაბედე პროტესტი ყოველდღე!

მერია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები