მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აქციის ჩატარებამდე შსს-ის 5 დღით ადრე გაფრთხილება სავალდებულო გახდა - შეზღუდვა ეხება აქციას ტროტუარზე

აქცია რუსთაველზე

79 ხმით 9-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც შეკრება–მანიფესტაციების წესს მნიშვნელოვნად ამკაცრებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფართოებულ უფლებებს ანიჭებს.

მიღებული ცვლილებებით, „ხალხის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის ორგანიზატორებმა 5 დღით ადრ უნდა გააფრთხილონ შსს (ჯერ მოქმედი ნორმით გაფრთხილების ადრესატი მუნიციპალიტეტი იყო).

შსს-ს ექნება უფლება, გაფრთხილებიდან 3 დღის განმავლობაში, ან სპონტანური აქციის შემთხვევაში უშუალოდ ადგილზე, სავალდებულო მითითებით შეუცვალოს აქციას დრო ან ადგილი. ადრე ეს მხოლოდ რეკომენდაციის დონეზე არსებობდა.

გარდა ამისა, კანონი ავალებს შსს-ს, მონაწილეობისთვის გაითვალისწინოს აქციის მასშტაბი და:

  • ხალხის სავალი ნაწილის მასობრივად გადაკეტვის შემთხვევაში მონაწილეებს მისცეს 15-წუთიანი გაფრთხილება,
  • ხოლო დროის ამოწურვის შემდეგ შეკრება უკანონოდ გამოცხადდეს და შეწყდეს.

კანონი პირველი შემთხვევისასვე აწესებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორის შემთხვევაში 20 დღემდე.
შსს-ს მითითების შეუსრულებლობას, ან ხალხის სავალი ნაწილის განზრახ გადაკეტვას დაეკისრება შესაბამისი სანქცია.

გარდა ამისა, განმეორებითი შეუსრულებლობა უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს. სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის საფუძველზე, ერთ წლამდე პატიმრობით.

კანონი დაჩქარებული წესით მიიღეს და ძალაში შევა "ოცნების" არჩეული პრეზიდენტის ხელმოწერისა და საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე შევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები