მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 ივნისს ექსპოჯორჯიაში  ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia გაიხსნება

7 ივნისს ექსპოჯორჯიაში  ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia გაიხსნება
03.06.24 15:08
707

7,8 და 9 ივნისს , 11:00-18:00 საათამდე ველოდებით დამთვალიერებელს, გამოფენების ცენტრ ექსპო ჯორჯიაში, წერეთლის 118. Winexpo Georgia-ზე 200-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია იქნება წარმოდგენილი: ოჯახური მარნები, საშუალო და მსხვილი საწარმოები, ბიოდინამიური და ქვევის ღვინო, ახალი მარნების, ღვინის ტექნოლოგიები, შეფუთვა და აქსესუარები.

გამოფენა საინტერესოა არა მარტო ღვინის მოყვარულთათვის, არამედ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვისაც, რადგან ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გარდა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შესაფუთი მასალები, სასუქები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინა, აქსესუარები და სერვისები.

გამოფენის პარალელურად ღვინის საერთაშორისო კონკურსი Georgia Wine Award ჩატარდება. ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია ჟიურის შემადგენლობა,5 ქვეყნიდან 10 ცნობილი ღვინის მაგისტრი, სომელიე და ჟურნალისტი შეაფასებს 220 მდე ღვინოს .

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 8 კატეგორიაში, გაიცემა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები.

კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ზოგადად ქართული ღვინის ისე კონკრეტული მეღვინეობების პოპულარიზაციისთვის საერთაშორისო ბაზარზე. ჟიურის ყველა წევრი თავის ქვეყანაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტის გადაწყვეტილებაში.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 8 ივნისს დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, გამარჯვებული ღვინოების დაგემოვნებას კი შემდეგ დღეს გამოფენაზე იქნება შესაძლებელი

მოკლედ წარმოგიდგენთ ინფორმაციას ჟიურის წევრების შესახებ:

კონკურსის თავმჯდომარე :ღვინის მაგისტრი ბრიტანეთიდან ტიმ ატკინი,მრავალი ჯილდოს მფლობელი ღვინის მწერალი (Wine Writer ) ჰარპერსის, დეკანტერის და მრავლი სხვა გამოცემის ავტორი.

  1. Ana Martín Onzain - ენოლოგი ესპანეთიდან
  2. Kenichi Ohashi MW- ღვინის ექსპერტი
  3. Cong Cong Bo-სომელიე ბრიტანეთიდან
  4. Beth Willard -ღვინის ჟურნალისტი, დეკანტერი-ღვინის კონკურისის თანა თავმჯდომარე
  5. Chan Jun Park - ღვინის ჟურნალისტი, სამხრეთ კორეის სომელიეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.

ჟიურის შემადგენლობას ქართველი ღვინის ექსპერტებიც უერთდებიან :

✓ მიხეილ მესხი - ღვინის ექსპერტი, ენოლოგი-კონსულტანტი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

✓ ანა გოდაბრელიძე - ინჟინერ-ტექნოლოგი, ღვინის ექსპერტი. თბილისის აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის აკადემიის ხელმძღვანელი, სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე.

✓ ლევან მეხუზლა - ენოლოგი, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.

  • გიორგი დაქიშვილი- უფროსი ენოლოგი

პარალელურად ჩატარდება ძალიან საინტერესო შეხვედრები მეღვინეებისათვის ვინც ექსპორტით არიან დაინტერერებულები.

შეხვედრებს ღვინის იმპორტიორებთან, დისკუსიის რეჟიმში სხვადასხვა ქვეყნის ბაზრის განხილვა და პრაქტიკულ რჩევებს მწარმოებლებთან.

8 ივნისი 11:30 - პავილიონი 6

შეხვედრა ღვინის ექსპორტიორებთან ჰოლანდიიდან

„ქართული ღვინის ჰოლანდიურ ბაზარზე შესვლა და პოპულარიზაცია “

Tomasz Skindzier-სომელიე ; Quinten Missiaen-სომელიე და მსხვილი შემსყიდველი;

Nada Benic-შემსყიდველი; Niels van Laatum-ღვინის ჟურნალისტი;

Bernard Nauta-მსხვილი იმპორტიორი

9 ივნისი 11:30 ( პავილიონი #6)

შეხვედრა ღვინის ექსპორტიორებთან , დიდი ბრიტანეთიდან და იაპონიიდან

Kenichi Ohashi MW კენიჩი ოჰაში, ღვინის ნაგისტრი - იაპონიის ბაზარი, ქართული ღვინის რეალიზაცია, პოპულარიზაცია

Cong Cong Bo ღვინის ჟურნალისტი,იმპორტიორი-დიდი ბრიტანეთი

WinExpo Georgia 2024-ის მხარდამჭერები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები