პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 18 თებერვალს, ინტერპელაციის წესით "ოცნების" მთავრობაში ირაკლი კობახიძესა და რეგიონული განვითარების მინისტრ კახაბერ გულედანს მოუსმენენ.
კახაბერ გულედანი საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მიიწვია, ხოლო კობახიძეს კითხვები მმართველი პარტიის ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ" გაუგზავნა.
პარლამენტის ფრაქციამ „ქართული ოცნება“ ირაკლი კობახიძეს, ინტერპელაციის წესით 7 შეკითხვა გაუგზავნა. შესაბამისი წერილი პარლამენტს ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალია, წარუდგინა.
ფრაქციის მიერ დასმული შეკითხვები შეეხება მიგრაციის პოლიტიკას და საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების სტატუსს. უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში?
- უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში?
- როგორია საქართველოში მცხოვრები უცხოელების თანაფარდობა მოქალაქეობის ქვეყნის მიხედვით?
- როგორია საქართველოში მცხოვრები უცხოელების თანაფარდობა საქართველოში ყოფნის საფუძვლის, საქმიანობის მიხედვით?
- გაქვთ თუ არა შეფასებული უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქე იმყოფება საქართველოში არალეგალურად?
- რა ზომებს ატარებთ არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად?
- რა მიგრაციული გავლენა შეიძლება ჰქონდეს უძრავი ქონების სფეროში ბოლო პერიოდში დაანონსებულ მსხვილ პროექტებს?
- რამდენად პასუხობს არსებულ გამოწვევებს 2020 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „საქართველოს 2021 − 2030 წლების მიგრაციის სტრატეგია“?




























