მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

7 თვეში ადგილობრივი წარმოების 800 კგ შავი ხიზილალა ექსპორტზე 9 ქვეყანაში გავიდა

ქართული ხიზილალა

მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოდან ადგილობრივად წარმოებული ზუთხის ხიზილალის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, თუმცა ექსპორტის მოცულობა კვლავ მცირეა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-ივლისში ქვეყნიდან 800 კგ-მდე ზუთხის ხიზილალა 389 ათასად დოლარად გაიყიდა, რაც 53.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

7 თვის ჭრილში ექსპორტირებული 1 კგ ზუთხის ხიზილალის საშუალო ღირებულება 486 დოლარს შეადგენდა, რაც ამავე პერიოდში იმპორტირებული შავი ხიზილალის საშუალო ფასს აღემატება.

1 კგ შავი ხიზილალის საშუალო საიმპორტო ფასი $428-ია... – 7 თვეში ხიზილალის იმპორტი გაიზარდა

აღსანიშნია, რომ საქართველოდან ხიზილალის ექსპორტი 2022 წლიდან გააქტიურდა, თუმცა მაჩვენებლები იმპორტთან შედარებით მინიმალურია. 7 თვის მონაცემებით, წელს შავი ხიზილალა 9 ქვეყანაში გავყიდეთ, ყველაზე მეტი რაოდენობით კი აშშ-სა და ავსტრალიაში გადაიზიდა.

TOP-5 საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:

  1. აშშ - $160.7 ათასი, 400 კგ;
  2. ავსტრალია - $159.3 ათასი, 300 კგ;
  3. სინგაპური - $21 ათასი;
  4. მალაიზია - $16.8 ათასი;
  5. კატარი - $13.4 ათასი.

მცირე მოცულობებით ზუთხის ხიზილალა საქართველოდან კანადაში, ლიბანში, ჰონკონგსა და ომანშიც გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები