წელს, 7 თვეში საქართველოში 735 ათასი დოლარის ღირებულების 52.1 ტონა ხიზილალის და მისი შემცვლელების იმპორტი განხორციელდა. ეს წლიურად 13.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
წელს ხიზილალის იმპორტი ზრდა ძვირად ღირებული ზუთხის ხიზილალის იმპორტის გააქტიურებული შესყიდვებმა განაპირობა. 7 თვეში საქართველომ 128.5 ათასი დოლარის ღირებულების სულ რაღაც 300 კგ ზუთხის ხიზილალა შეიძინა. მაშინ როდესაც გასულ წელს შავი ხიზილალის იმპორტი 45 ათას დოლარსა და 100 კგ-ს არ აღემატებოდა.
ოფიციალური სტატისტიკიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1 კგ ზუთხის ხიზილალის საშუალო ფასი 428 დოლარს აღემატებოდა, გასულ წელს კი ამავე პერიოდში 450 დოლარი იყო.
შავ ხიზილალას საქართველო ჩინეთიდან ($80.7 ათასი) და იტალიიდან ($40.4 ათასი) ყიდულობს, ლატვიიდან კი 7 თვეში 7 ათასი დოლარის ღირებულების ზუთხის ხიზილალა შემოვიდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმპორტირებული პროდუქტის დიდი ნაწილი 51.8 ტონა ორაგულის ხიზილალა, ხიზილალის შემცვლელები იყო, რაც ჯამში 606 ათასი დოლარი ღირდა. ამ პროდუქტის იმპორტი 7 თვეში მოცულობაში შემცირდა, ხოლო ღირებულებით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს წითელი ხიზილალის იმპორტი გაუძვირდა. 7 თვეში 1 კგ ორაგულის წითელი ხიზილალისა და მისი შემცვლელების ღირებულება 11.7 დოლარი იყო, მაშინ როდესაც გასულ წელს 7 თვის ჭრილში 1 კგ პროდუქტის ფასი 10.2 დოლარი იყო.
წითელი ხიზილალა და მისი შემცვლელები საქართველოში ძირითადად რუსეთიდან ($247.7 ათასი, 27 ტონა) და ლატვიიდან ($126 ათასი, 6 ტონა087.4 ათასი, 10 ტონა) შემოდის, მესამე ადგილს მომწოდებლებში ჩინეთი ($96.5 ათასი, 4 ტონა), მეოთხეს კი ბელარუსი ($87.4 ათასი, 10 ტონა).




























