7 თვეში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 5 ათასამდე პირი დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გაავრცელა. უწყების ცნობით 2023 წლის 4 სექტემბრიდან 4 აპრილამდე ყველაზე მეტი - 2107 ჯარიმა თბილისში მოძრავ მძღოლებს დაეკისრათ; 977 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 812 - ბათუმში და 672 - რუსთავში.
დაჯარიმებული პირების უმრავლესობას ფიზიკური პირები წარმოადგენენ. ამასთან 3 ათასამდე ჯარიმა მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მოდის, ჩამონათვალში მეორე ადგილზეა მიკროავტობუსები, სატვირთო ავტომობილები და ბოლოს ავტობუსები.
ფიზიკური პირების შემთხვევაში საჯარიმო სანქცია პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, ხოლო მესამედ გამეორების შემთხვევაში მძღოლები - 600 ლარით ჯარიმდებიან. რაც შეეხება იურიდიულ პირებს ჯარიმის მოცულობა 500-იდან 300 ათასს ლარამდე იზრდება.
რა შედეგი გამოიღო კონტროლმა ტექინსპექტირების ნაწილში?
სტუმარი: გიორგი შიოლაშვილი - ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე;