7 თვეში ხე-მცენარეებისა და ხე-ტყის უკანონოდ ტრანსპორტირებისთვის ₾291 800-ის ჯარიმა გამოიწერა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, იანვარ-ივლისში სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გატარებული ღონისძიებების შედეგად, 399 ცალი ხე-მცენარისა და 318 კუბურ მეტრამდე ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 83 ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნული სამართალდარღვევის შედეგად დაკისრებული ფულადი სანქცია, საერთო ჯამში 291 800 ლარს შეადგენს.
სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი და მოხდა მისი მოქცევა სახელმწიფო საკუთრებაში.




























