2026 წლის 7 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის სულ 11 828 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, გამოვლენილი დარღვევები კატეგორიების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა (როდესაც პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია, თუმცა ჯარიმის ოდენობა განსაზღვრული არ არის) - 5 747 ფაქტი;
- საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევა - 4 739 ფაქტი;
- სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას ზედნადების გაუცემლობა ან შეძენისას მის მიღებაზე უარის თქმა - 1 233 ფაქტი;
- გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევა - 106 ფაქტი;
- საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევა - 3 ფაქტი.




























