"სარფის" საბაჟოზე 14 400-ის ღირებულების მედიკამენტი MASPORT მალულად შემოჰქონდათ. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული 40 ამპულა მედიკამენტი - MASPORT (R) აღმოაჩინეს.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14 400 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევ მოქალაქეს საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სანქციის სახით ჯარიმა - 14 400 ლარი შეეფარდა.
























