მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 თვეში საქართველომ, დაახლოებით, 1$ მილიონის ლიმონი და ლაიმი იყიდა - საიმპორტო ქვეყნები

612f4d472b93b
ვიქტორია მღებრიშვილი
02.09.21 10:43
1425
2021 წლის 7 თვეში საქართველომ 999.2 ათასი დოლარის ღირებულების 2 364.4 ტონა ლიმონი და ლაიმი შეიძინა.

ოფიციალური სტატისტიკით, იმპორტირებული პროდუქტის მოცულობა სულ 83.1 ტონით შემცირდა, თუმცა ღირებულებით ლიმონისა და ლაიმის შესაძენად გასული წლის აღნიშნულ პერიოდთან შედარებით ქვეყნიდან 26.7%-ით ნაკლები თანხა გავიდა (2020 წლის 7 თვე - 1.4 მლნ დოლარი, 2 448.5 ტონა).

ამ პერიოდში საქართველოსთვის ლიმონისა და ლაიმის ძირითადი საიმპორტო ბაზარი თურქეთი იყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორიდან იმპორტირებული პროდუქტის ღირებულება ჩამორჩება სხვა ბაზრებიდან შემოტანილი ლიმონისა და ლაიმის ღირებულებას. მაგალითისთვის, თუ 7 თვეში თურქეთიდან 1 738.2 ტონა საქონლის შესაძენად 371.7 ათასი დოლარი გავიდა, ნიდერლანდებში 109.3 ტონა ლიმონი და ლაიმი 307.5 ათას დოლარად ვიყიდეთ.

იანვარ-ივლისში ლიმონისა და ლაიმის მთავარი საიმპორტო ქვეყნები:

1. თურქეთი - 371.6 ათასი დოლარი, 1 738.2 ტონა;
2. ნიდერლანდები - 307.5 ათასი დოლარი, 109.3 ტონა;
3. ეგვიპტე - 257 ათასი დოლარი, 403.3 ტონა;
4. სამხრეთ აფრიკა - 43.6 ათასი დოლარი, 89.5 ტონა;
5. არგენტინა - 19.3 ათასი დოლარი, 24 ტონა;

ამავე პერიოდში საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე 629.3 ათასი დოლარის ღირებულების 774.5 ტონა ლიმონისა და ლაიმის რეალიზაცია მოახდინა. ექსპორტის მაჩვენებელი გასული წლის იანვარ-ივლისთან შედარებით თითქმის განახევრებულია (2020 წლის 7 თვე - 1.1 მლნ დოლარი, 1 511.6 ტონა).

საექსპორტო ბაზრებს შორის კი სომხეთი (584.2 ათასი დოლარი, 745.4 ტონა), გერმანია (28.8 ათასი დოლარი, 4.8 ტონა), თურქეთი (14.4 ათასი დოლარი, 22.2 ტონა) და რუსეთია (1.7 ათასი დოლარი, 2 ტონა). უმნიშვნელო რაოდენობით ლიმონისა და ლაიმის ექსპორტი ჰონ-კონგსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები