მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოში 24 მილიონი აშშ დოლარის, 6 095 ტონა მეორეული ტანსაცმლის იმპორტი განხორციელდა.
საქსტატის ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ იმპორტი ღირებულებით გამოსახულებაში 10%-ით არის გაზრდილი, ხოლო მოცულობა მცირედით, 1.3%-ით შემცირდა, რაც მიანიშნებს, რომ ქვეყანას იმპორტი გაუძვირდა.
საქართველოსთვის მეორეული ტანსაცმლის მთავარი მომწოდებელი თურქეთია, რომელსაც გაერთიანებული სამეფო და პაკისტანი მოსდევს.
იანვარ-ივლისის მონაცემებით, მეორეული ტანსაცმლის TOP 5 მომწოდებელი ასეთია:
- თურქეთი - $9.7 მლნ/2 382.5 ტონა
- გაერთიანებული სამეფო - $2.1 მლნ/837.5 ტონა
- პაკისტანი - $861.5 ათასი/699.2 ტონა
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - $1.4 მლნ/526.3 ტონა
- აშშ - $4.3 მლნ/305.5 ტონა
ამას გარდა, 200 ტონას აჭარბებდა იმპორტი ნიდერლანდებიდან და პოლონეთიდან.




























