2024 წლის იანვარ-ივლისში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით საკონტეინერო გადაზიდვები წლიურად 14-ჯერ გაიზარდა. ინფორმაციას კომპანია „Қазақстан темір жолы“ ავრცელებს.
აზერბაიჯანული გამოცემა Report წერს, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით 2.5 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა. ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს პროგნოზით, წელს შუა დერეფნით 4.2 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდება.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც ასევე შუა დერეფნის სახელით არის ცნობილი, ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შემდგომ თურქეთისა და ევროპის ქვეყნების გავლით გადის. დერეფნის ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი.