მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

70-იანი წლების შემდეგ არ გაკეთებულა იმდენი, რამდენიც ჩემი ენერგეტიკის მინისტრობის დროს - კალაძე

63624ae26d2f1
ინგა მურუსიძე
02.11.22 14:39
479
გულწრფელად ვამბობ, ენერგეტიკის მინისტრობის დროს, ჩემს გუნდთან ერთად გავაკეთეთ იმდენი, რამდენიც 70-იანი წლების შემდეგ საქართველოში არ გაკეთებულა, - ამის შესახებ თბილისის მერმა და ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მერი ამბობს, რომ სწორედ მისი მინისტრობის დროს გაკეთდა ქარის პირველი სადგური, ჰიდროელექტროსადგურები, თბოლელექტროსადგურები და ა.შ.

ჟურნალისტსა და კახა კალაძეს შორის ეს დიალოგი მოჰყვა შეკითხვას, რომელიც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას შეეხებოდა.

„TV პირველის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, უკვე არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ სამშენებლო სამუშაოს დროს შესაბამისი სტანდარტები გამოყენებული არ იყო. კალაძე აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნა ამ ეტაპზე არ არსებობს და მშენებლობები შესაბამისი სტანდარტებით ხორციელდება.

„ერთად დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვას გაეცემა პასუხები, როცა ექსპერტიზის პასუხები იქნება“, - აღნიშნავს კალაძე.

ხოლო კითხვაზე, რატომ ჩაიბარა ენერგეტიკოსმა კალაძემ პროექტი, რომელიც შესაბამისი სტანდარტებით არ იყო განხორციელებული, მერმა უპასუხა, რომ „კალაძე არ არის ენერგეტიკოსი და ის კარგი მენეჯერია“.

ინფორმაციისთვის, კალაძე 2012 - 2017 წლებში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პოსტს იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები