მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„70%-მა დღგ-ს გადახდა ვერ შეძლო“ - რესტორატორი

ვახო კანდელაკი

28 ნოემბრის შემდეგ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები პოლიტიკური კრიზისიდან უკვე გადაითარგმნა ეკონომიკურ კრიზისში. რთულ ფინანსურ მდგომარეობაში არამხოლოდ სასტუმროები, არამედ სამასპინძლო დაწესებულებებიც აღმოჩნდნენ.

იმის გამო, რომ რესტორანში სტუმარი არ მიდის, ობიექტებს საბიუჯეტო გადასახადების გადახდის პრობლემაც დაუდგათ. რესტორატორი ვახტანგ კანდელაკი რედაქტ2-თან ინტერვიუში ამბობს, რომ რესტორნების 50%-ზე მეტმა დღგ-ს გადასახადი ვერ გადაიხადა და აღნიშნული თანხები თანამშრომლების ხელფასების და სხვა ხარჯების დასაფარად გამოიყენეს.

„ჩვენთანაც ძალიან მძიმეა სურათი. ყველაზე მთავარი არის ის, რომ 15 რიცხვში ყველა ბიზნესს დღგ-ს გადახდა უწევს, წინა თვის ნავაჭრის დღგ-ს იხდის. ნახევარზე მეტმა და 70%-მა ვერ შეძლო დღგ-ს გადახდა იმიტომ, რომ ის დღგ გამოიყენა თანამშრომლების ხელფასების გაცემაში, დისტრიბუციის ვალების გასტუმრებაში და უამრავი ხარჯის დასაფარად, რომელიც სარესტორნო ბიზნესს აქვს.

ერთ დღეს ჩამოეშვა ფარდა და სარესტორნო ბიზნესი დაიხურა, იმის მერე არანაირი შემოსავალი არ ჰქონდა რესტორანს და კონვერტირებას ვერ ახდენდა ვერანაირი მიმართულებით, რომ გადარჩენილიყო და გამოიყენა ის თანხები, რომელი თანხებიც ბიუჯეტში უნდა შეეტანა“,-აცხადებს ვახტანგ კანდელაკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები