მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ კარგია" - ვახტანგ ბუცხრიკიძე

თიბისი

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, აპრილის თვის ეკონომიკური ზრდა - 7.5% არის „საკმაოდ კარგი“. როგორც მან ლარის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე ყოფნისას ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ახალი კრედიტების ზრდაც თითქმის ყოველთვის, მეტწილად ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარეობს.

“7.5%-იანი ზრდა არის საკმაოდ კარგი, თუ გავიხსენებთ IMF-ის და მსოფლიო ბანკის პროგნოზებს, 2025 წლის პროგნოზი არის 6-6.5% რეალური ეკონომიკური ზრდის.

უმეტეს შემთხვევაში, სესხების ზრდა, თუ ახალი რეგულაცია არ არის შემოსული, ეკონომიკის ზრდასთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის აპრილში ახალი იპოთეკური კრედიტების მოცულობა წლიურად 18%-ით შემცირდა, ხოლო რაოდენობა 16%-ით. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის აპრილში ქართულმა ბანკებმა სულ 3,994 იპოთეკური კრედიტი გასცეს, რომელთა მთლიანი ღირებულებაც 325.7 მილიონ ლარს შეადგენდა.

აპრილი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები კი დღეს გამოქვეყნდა, რომელიც საქსტატის მონაცემებით, 7.5%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები