მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“751-ზე მეტი მაღაზია გავაციფრულეთ” - Mymarket-ის წლის შეჯამება

5fc78cefa26e3
ლიკა გურაბანიძე
02.12.20 23:30
1159

Mymarket-ის წარმომადგენლებმა გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში წლიური შეჯამება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ კომპანიისთვის მიმდინარე წელი მიუხედავად პანდემიისა, რიცხობრივი მაჩვენებლების ზრდის თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

Mymarket-ის პროექტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩილინდრიშვილმა აღნიშნა, რომ შავი პარასკევის პერიოდი კომპანიისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა.

“როდესაც პანდემიური ფონი შეიქმნა და ჩავიკეტეთ. ჩვენ მაღაზიების ნაწილის გაციფრულება, ანუ ონლაინ გაყიდვებში ჩართვა დავიწყეთ. შემდგომ კი ისეთ მაღაზიებს დავუკავშირდით, ვისაც ამ დრომდე ონლაინ პლატფორმებზე ნივთების განთავსების პრაქტიკა არ ჰქონდათ და ონლაინ გაყიდვები ჩვენთან დავაწყებინეთ. ამის შემდგომ უკვე მცირე მეწარმეებს და სტარტაპერებს დავეხმარეთ. ონლაინ ყიდვის პროცესს ყველა უსაფრთხო წესის გათვალისწინებით ვაორგანიზებდით.

შავი პარასკევის დროს ყველაზე მაღალი გაყიდვები ფიქსირდება. ჩვენ ამ მიმართულებით 48 საათის განმავლობაში 70-დან 90%-დე ფასდაკლება გვქონდა და კონკურენტებთან მიმართებით რეკორდი მოვხსენით.

ვიცით, რომ პანდემიის პერიოდში ჩვენთან ონლაინ ვაჭრობა 6-7-ჯერ გაიზარდა, ხოლო შავ პარასკევს ამ გაზრდილ მაჩვენებლებთან მიმართებაში 48 საათში 10-ჯერ დიდი ბრუნვა დავდეთ. ტოპ სამეულში ტექნიკა თავის მოვლის საშუალებები და ტანსაცმელი შედიოდა.” - აღნიშნა ჩილინდრიშვილმა.

როგორც My.ge-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა მურთაზ ფუტკარაძემ განმარტა, მიმდინარე წელს მომხმარებლის მხრიდან კომპანიის ონლაინ პლატფორმაზე მოთხოვნა მეტად გაჩნდა.

“აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში ჩვენს პლატფორმაზე 751-ზე მეტი მაღაზია გავაციფრულეთ. ონლაინ კომერციის გაყიდვით შავ პარასკევს 48 საათში ისეთი ნივთები იყიდებოდა, რისი გაყიდვაც მანამდე ონლაინ ვერც წარმოგვედგინა, მაგალითად მაცივარი და გაზქურა.

ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ - ერთ-ერთი დამატებითი ინდიკატორი, რაც პლატფორმის მიმართ ნდობას აჩენს, არის მუდმივი განვითარება. გასულ წელს ონლაინ პლატფორმას ყოველთვიურად 800 ათასი ადამიანი სტუმრობდა, ახლა ყოველთვიურად 1.2 მლნ ათასი ადამიანი სტუმრობს. ჩვენი ზომის ბაზრისთვის ეს ძალიან კარგი შედეგია", - განაცხადა ფუტკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები