ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ერთ-ერთი ავიარეისით მგზავრობისას, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ორი მგზავრის კუთვნილ 7 800 დოლარსა და 4 450 ევროს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა მალევე დაადგინეს და ისინი აეროპორტის ტერიტორიაზევე ბრალდებულების სახით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























