Nvidia-ს უმძლავრესი AI-ჩიპები, რომლებზეც აშშ-ის მთავრობას საექსპორტო შეზღუდვა აქვს დაწესებული, ჩინურ მონაცემთა ცენტრებში აღმოაჩინეს.
Bloomberg-ის ცნობით, ორმა ჩინურმა კომპანიამ Nvidia-ს Blackwell-ის აპარატურა შანხაის იმ მონაცემთა ცენტრში დაამონტაჟა, რომელიც ელის ჰუანგსა და Megaspeed-თან იყო დაკავშირებული.
რაც შეეხება აპარატურის წარმომავლობას, როგორ აღმოჩნდა ჩიპები ჩინეთში - ჯერჯერობით უცნობია. Bloomberg-მა ვერ მოიპოვა მტკიცებულება, რომ ტექნიკა თავად Megaspeed-მა გადაამისამართა და ამ პროცესში უშუალოდ ელის ჰუანგი მონაწილეობდა, რომელსაც, როგორც ცნობილია, რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა Nvidia-ს აღმასრულებელ დირექტორ ჯენსენ ჰუანგთან.
























