მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელის ჰუანგთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჩინეთში $270 მილიონის AI-სერვერები შეიტანეს

ელის ჰუანგი

ჩინეთის ცენტრალური ბანკის ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ელის ჰუანგთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის $270 მილიონად შეფასებული 764-მდე სერვერი და მოდული, ასევე $31 მილიონის ქსელური აღჭურვილობა შეიტანეს.

როგორც ირკვევა, ტექნიკის დიდი ნაწილი შანხაის მონაცემთა ცენტრში იყო მითითებული, დაფინანსება კი Century Litong-ის, AVIC-ს და Wuhu Century Longteng-ის ლიზინგისა და სესხის გარიგებებს მოიცავს.

პარალელურად ამისა, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა სინგაპურში დაფუძნებული Megaspeed-ი სავაჭრო შავ სიაში შეიყვანა, რომელსაც ადრე თავად ელის ჰუანგი აკონტროლებდა.

ამჟამად აშშ-ში მიმდინარეობს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ელის ჰუანგი ჩართული ჩინეთში ამერიკული ჩიპების ექსპორტის არალეგალურ სქემაში და მიუძღვოდა თუ არა ბრალი ამ საქმეში Nvidia-ს დამფუძნებელ ჯენსენ ჰუანგს, რომელსაც ელისთან რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები