მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი ByteDance-სა და Alibaba-სთვის Nvidia-ს ახალი ჩიპების შესყიდვას განიხილავს

ჩინეთი

ჩინეთის ხელისუფლებამ ადგილობრივი ტექნოლოგიური გიგანტებისთვის, მათ შორის ByteDance-ისა და Alibaba-სთვის, Nvidia-ს უახლესი პროფესიული ჩიპების შესყიდვის შესაძლებლობა განიხილა. გამოცემა The Information-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მარეგულირებელმა უწყებებმა ამ გარიგებების დამტკიცების მზადყოფნა უკვე გამოთქვეს.

ჩინეთის მრეწველობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრომ შერჩეულ კომპანიებს RTX PRO 5500 ჩიპების შესყიდვასთან დაკავშირებული გეგმების წარდგენა უკვე ოფიციალურად მოსთხოვა.

დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მაღალი კლასის სამუშაო სადგურებისთვის შექმნილი ეს აპარატურა ვაშინგტონის საექსპორტო შეზღუდვების არეალში არ მოექცევა და იქნება პირველი მნიშვნელოვანი გარღვევა ორ ქვეყანას შორის ტექნოლოგიურ სფეროში არსებული შეზღუდვების ფონზე.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია Nvidia-ს წარმომადგენელმა უკვე გამოხატა. კომპანიის განმარტებით, ისინი მზად არიან, ჩიპები ჩინეთს ნებისმიერ დროს მიაწოდონ, თუმცა ბიზნესს ოპერირების საშუალებას ამ დრომდე აშშ-ის საექსპორტო შეზღუდვები არ აძლევს. Nvidia-ში აცხადებენ, რომ ამ ბარიერებს ამერიკულ იმპორტზე თავად ჩინეთის მიერ დაწესებული შეზღუდვებიც ემატება, რაც B2B თანამშრომლობას შეუძლებელს ხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები