მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

792,000 მომხმარებელი - BM.GE-ს მკითხველთა რაოდენობა მარტში 30.7%-ით გაიზარდა

642bf327bdbdf
BM.GE
04.04.23 14:23
722
Google Analytics-ის მონაცემებით, 2023 წლის მარტში ვებგვერდ bm.ge-ის მკითხველთა რაოდენობამ 792 ათასი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 30.7%-ით მეტი იყო. Google Analytics-ის სისტემის თანახმად, ამ 792 ათასმა მკითხველმა (User) ვებვერდზე სულ 1.4 მილიონი სესია განახორციელა, რაც წინა თვესთან შედარებით 41%-ით მეტი იყო.

გარდა ამისა, Google Analytics-ის მონაცემებით, მარტში ერთი ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა 59 წამს შეადგენდა.

ამასთან, bm.ge-ის მკითხველთა 65.9% საიტზე სოციალური მედიის პლატფორმის ლინკით გადმოვიდა, ვიზიტების 18.4% პირდაპირი ვიზიტი იყო, ხოლო ვიზიტების 15.6% სხვა ვიზიტს წარმოადგენდა.

ამ პერიოდის განმავლობაში bm.ge-ის მკითხველთა 56% ქალი, 44% კი მამაკაცი იყო. ასაკობრივ ჭრილში, 18-24 წლამდე პირები მკითხველთა 14%-ს შეადგენდნენ, 25-34 წლის პირები 28%-ს, 35-44 წლის 27%-ს, 45-54 წლის 17%-ს, 55-64 წლის 9%-ს, ხოლო 65 წელზე უფროსი მკითხველების რაოდენობა 5% იყო.