2026 წლის 8 აპრილიდან გაერთიანებულ სამეფოში სტუმრობის, ცხოვრების, სწავლისა და მუშაობის მსურველთათვის სავიზო მოსაკრებლები გაიზრდება. ზრდა ზოგიერთ სავიზო კატეგორიაზე 222 გირვანქა სტერლინგსაც მიაღწევს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა განახლებული საიმიგრაციო და მოქალაქეობის განახლებული მოსაკრებლები. ვებგვერდის თანახმად, გაძვირება თითქმის ყველა კატეგორიის ვიზას შეეხება, მათგან ყველაზე ხშირად გამოყენებად კატეგორიებზე კი ცვლილება ასე გამოიყურება:
|
განაცხადი/მომსახურება |
მოქმედი მოსაკრებელი £ |
ახალი მოსაკრებელი £ |
|
|---|---|---|---|
|
ქვეყანაში შესვლის ნებართვა (Entry Clearance - ძირითადი განაცხადები და დამოკიდებული პირები) |
|||
|
კვალიფიციური მუშაკი, სპონსორობის სერტიფიკატი (CoS) 3 წელი ან ნაკლები |
769 |
819 |
|
|
კვალიფიციური მუშაკი, CoS 3 წელზე მეტი ვადით |
1,519 |
1,618 |
|
|
გლობალური ბიზნეს მობილობა – უფროსი ან სპეციალისტი მუშაკი, 3 წლამდე |
769 |
819 |
|
|
გლობალური ბიზნეს მობილობა – უფროსი ან სპეციალისტი მუშაკი, 3 წელზე მეტი ვადით |
1,519 |
1,618 |
|
|
სტუდენტური ვიზა |
524 |
558 |
|
|
ტურისტული/სტუმრის ვიზა (6-თვიანი) |
127 |
135 |
|
|
ქვეყნის შიგნით წარსადგენი განაცხადები |
|||
|
კვალიფიციური მუშაკი – 3 წელი ან ნაკლები |
885 |
943 |
|
|
კვალიფიციური მუშაკი – 3 წელზე მეტი ვადით |
1,751 |
1,865 |
|
|
გლობალური ბიზნეს მობილობა – უფროსი ან სპეციალისტი მუშაკი, 3 წლამდე |
885 |
943 |
|
|
გლობალური ბიზნეს მობილობა – უფროსი ან სპეციალისტი მუშაკი, 3 წელზე მეტი ვადით |
1,751 |
1,865 |
|
|
მუდმივი ცხოვრების უფლება |
3,029 |
3,226 |
|
|
სპონსორის ლიცენზიები |
|||
|
მუშაკის სპონსორის ლიცენზია (მსხვილი სპონსორი) |
1,579 |
1,682 |
|
|
მუშაკის სპონსორის ლიცენზია (მცირე სპონსორი) |
574 |
611 |
ასევე გაძვირდება მოგზაურობის ელექტრონული ავტორიზაციის (ETA) მოსაკრებელი 16 გირვანქა სტერლინგიდან 20 გირვანქა სტერლინგამდე.
აღნიშნული მოსაკრებლების ზრდა, სავარაუდოდ, ინფლაციას უკავშირდება და დამოუკიდებლად შედარებით ზომიერია, თუმცა ის მოჰყვება 2025 წელს შემოღებულ "საიმიგრაციო უნარების მოსაკრებლის" (Immigration Skills Charge) არსებით ზრდას და მანამდე განხორციელებულ სხვა მატებებს, მათ შორის "საიმიგრაციო ჯანდაცვის დანამატზე" (Immigration Health Surcharge).
მთლიანობაში, ეს გაძვირება გრძელვადიანი ტენდენციის ნაწილია, რომელიც მომხმარებელთა მიერ დაფინანსებულ საიმიგრაციო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.
დამსაქმებლებმა, რომლებიც საზღვარგარეთიდან კადრების აყვანას ან ქვეყნის შიგნით სტატუსის გახანგრძლივებას (მათ შორის, მუდმივი ცხოვრების უფლების - ILR-ის მხარდაჭერას) გეგმავენ, უნდა გადახედონ ამ ცვლილებების პოტენციურ გავლენას საბიუჯეტო გათვლებზე და, შეძლებისდაგვარად, განაცხადები 2026 წლის 8 აპრილამდე წარადგინონ.




























