8 აპრილს დაგეგმილი ღონისძიებების სია შემდეგია:
10:00 საათზე, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.
11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
15:00 საათზე, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის “ ოფისში ბრიფინგი გაიმართება. თემა : 9 აპრილს დაგეგმილი აქცია - საინიციატივო ჯგუფი "დამკვირვებლები" ვუერთდებით 24 საათიან პროტესტს მემორიალთან.
20:00 საათზე, ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით "მედიის სოლიდარობის მარში" გაიმართება.




























