მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

8 აპრილის ღონისძიებების ანონსი

ანონსი

8 აპრილის ღონისძიებების ანონსი შემდეგნაირია:

11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2026 წლის მარტი).

14:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (249/2-XIმპ; 26.12.2025) III მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ხათუნა თოთლაძე;

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (157/2-XIმპ; 06.10.2025) III მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე;

3. საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, რატი იონათამიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, დავით მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, აკაკი ალადაშვილის, თენგიზ შარმანაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (263/3-XIმპ; 04.03.2026) III მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - თორნიკე ჭეიშვილი;

4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/55/11; 04.06.2025) II მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - თამარ იოსელიანი;

5. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ირაკლი ქადაგიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, ანტონ ობოლაშვილის, შოთა ხაბარელის, ანზორ ბოლქვაძის, ალექსანდრე დალაქიშვილის, დავით დოლიძის, ირმა ზავრადაშვილის, რამინა ბერაძის, სალომე ჯინჯოლავას, დიმიტრი სამხარაძის, ირაკლი ზარქუას, ვარლამ ლიპარტელიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (267/3-XIმპ; 11.03.2026) II მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ირაკლი შატაკიშვილი;

6. საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, აკაკი ალადაშვილის, დავით მათიკაშვილის, თენგიზ შარმანაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, ალუდა ღუდუშაურის, რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (282/3-XIმპ; 01.04.2026) I მოსმენა (დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - არჩილ გორდულაძე;

7. საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი შარაშიძის, შალვა კერესელიძის, თამარ ხვედელიანის, გიგა ფარულავას, გელა აბულაძის, მალხაზ თორიას, სოფიო ხორგუანის, ვიკა ფილფანის, სალომე კობალაძის, ქეთევან ბაკარაძის, ჯემალ ანანიძის, დაჯი კოვზირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ (271/3-XIმპ; 17.03.2026) I მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - სოფიო ხორგუანი.

14:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი: 1. საქართველოს კანონის პროექტები: „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (284/3; 01.04.2026) პირველი მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები