ბიძინა ივანიშვილმა TBC ბანკის აქციონერები მძევლად აიყვანა" - ასე გამოეხმაურა დღეს ხაძარაძის გადაწყვტილებას საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი Facebook-ის საკუთარ გვერდზე. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძემ ბანკიდან წასვლის გადაწყვეტილების შემდეგ გაათავისუფლა მძევლები და საკუთარი თავიც გაათავისუფლა წნეხისგან. "უეჭველია, რომ ამ საქმეში მთავარი მსხვერპლი არა - ხაზარაძე, არამედ საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი კობა გვენეტაძეა, რომელსაც საკუთარი ქმედებების გამო ცხოვრების გაგრძელება მოუწევს ამ შავი ლაქით მის კარიერაში”, - წერს ფადი ასლი. განცხადება დღეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომაც გაავრცელა. მათი თქმით, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო იმოქმედებს წევრი კომპანიის სამართლიანი ინტერესებიდან გამომდინარე და საჭიროების შემთხვევაში, პროკურატურასთან შეთანხმებით, გამოთქვამს მზადყოფნას, როგორც წამყვანი ევროპული ბიზნეს-საბჭო, ჩაერთოს პროცესში და აღნიშნულ საკითხზე შეიქმნას ბიზნესის წარმომადგენლების მონიტორინგის 8 კაციანი კომისია.
სტუმარი: ზვიად ჭუმბურიძე - ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო ; ხელმძღვანელი